aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

26 წლის ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყაზახეთის მოქალაქის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ბესიკ თორდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თორდუა, რომელიც ზუგდიდის მკვიდრია, ადრე ბელარუსში იყო დაკავებული. ნასამართლეობის შესახებ საუბრობს მამაკაცი გავრცელებულ ჩანაწერშიც და ამბობს, რომ ის 10 წელი ციხეში იჯდა.

მსხვერპლი ყაზახეთის მოქალაქეა, ის საქართველოში სამუშაოდ აპრილში ჩამოვიდა. ასელ აიტპაევა თავდაპირველად რუსთავში მცხოვრებ ნათესავებთან, ასევე ყაზახეთის მოქალაქეებთან ცხოვრობდა, დაახლოებით 2 კვირის წინ საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.  რუსთავში აღნიშნული სახლი დატოვეს მისმა ნათესავებმაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5  მაისს,  თბილისში,  ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად,  მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა. სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყაზახეთის მედიის ცნობით, 27 წლის ქალი ასელ აიტპაევა საქართველოში, სამუშაოდ, აპრილში ჩამოვიდა.

წყარო: rustavi2

 

იტვირთბა....