აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნემცოვის შვილს, მამის ფონდში მუშაობის გამო, დაუსწრებლად 4 – წლიანი პატიმრობა შეეფარდა

რუსეთმა მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის შვილს, მამის ფონდში მუშაობის გამო, დაუსწრებლად 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

პროკურტურა 5 – წლიან პატიმრობას ითხოვდა, – იუწყება Mediazona.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ნემცოვა „ღიად უსვამს ხაზს თავის ლიდერობას“ ბორის ნემცოვის ფონდში, „ორგანიზებას უწევს ორგანიზაციის დაფინანსებასა და ფუნქციონირებას“ და ასევე „რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენის უარყოფით დახასიათებას იძლევა“.

მტკიცებულებად გამოიყენეს ნემცოვას ბუდვაში გამოსვლის ჩანაწერი, სადაც ის ფონდში საკუთარ როლზე საუბრობდა.

17 სექტემბერს გამოცხადდა, რომ ჟანა ნემცოვა „არასასურველი“ ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებისთვის საერთაშორისო ძებნილ სიაში იყო გამოცხადებული. ფონდი, რომლისთვისაც ნემცოვს ასამართლებენ, მხარს უჭერს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას და უზრუნველყოფს სტიპენდიებს ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისთვის და ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის. 2024 წლის აპრილში იუსტიციის სამინისტრომ ის „არასასურველი“ ორგანიზაციების რეესტრში დაამატა.

2 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტრომ ჟანა ნემცოვა „უცხოელი აგენტების“ სიაში შეიყვანა „სპეციალური სამხედრო ოპერაციისადმი წინააღმდეგობის“ და, სააგენტოს ცნობით, „რუსეთის ფედერაციის საჯარო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და მათ მიერ გატარებული პოლიტიკის შესახებ ცრუ ინფორმაციის“ გავრცელების გამო.

იტვირთბა....