ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ტყუილია, ალიანსიდან ენმ არავის გაურიცხავს” – ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ “ტყუილია” ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური ალიანსიდან გარიცხეს. 

მისი თქმით, ალიანსიდან გარიცხვას თავისი პროცედურები აქვს და ეს მათ მინიმუმ წინასწარ ეცოდინებოდათ. 

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტყუილია, გარიცხვას აქვს თავისი პროცედურა, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. საკითხიც კი არ დაუყენებია არავის – ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს არ არის ცნობილი. ჯერ ერთი “ნაციონალური მოძრაობა” გაიგებდა მისი გარიცხვის პროცედურები რომ დაწყებულიყო და იქ იქნებოდა წარმოდგენილი, ყოველ შემთხვევაში დაუძახებდნენ. ამის გარდა, რათ მინდა სპეკულაცია, ჩემი ყურით მაქვს გაგებული, თუ არ ვცდები TV პირველის ეთერში, ირაკლი ფავლენიშვილმა თქვა თავად და ჩვენ ამის შემდეგ გავიგეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გავიდა – მან თქვა, რომ ჩვენ გავედით, აღარ არის ჩვენი ინტერესი”- აცხადებს ნიკა გვარამია. 

“ნაციონალურ მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი წითლიძემ გუშინ,  4 ნომებერს თქვა, რომ ენმ ოპოზიციური ალიანსიდან გარიცხეს –  განცხადება პოლიტიკოსმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიასთან გააკეთა.

იტვირთბა....