საბერძნეთში, ათენის ცენტრში სტუდენტური აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდები განათლების პირობებსა და მაღალ საცხოვრებელ ხარჯებს აპროტესტებენ.
ათენის უნივერსიტეტის წინ შეკრებილების თქმით, ისინი ისეთ ძირითად საარსებო ხარჯებსაც ვერ წვდებიან, როგორიცაა ქირა, პროდუქტები და სასკოლო ნივთები. სტუდენტური კავშირები კი მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ საგანმანათლებლო განათლების გაუმჯობესებისთვის დამატებითი ფინანსები უნდა გამოყოს.
პროტესტს შეუერთდნენ მასწავლებლებიც. ისინი ხელფასების მატებას მოითხოვენ. ასევე, განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
„ჩვენ ღირსეულ ანაზღაურებას, უსაფრთხო შენობებსა და ისეთ სკოლებს ვითხოვთ, რომლებიც ჩვენს ყველა მოსწავლეს, განურჩევლად მათი ეკონომიკური მდგომარეობის, წარმოშობისა თუ სქესისა, განათლებას მისცემს. მიგვაჩნია, რომ სკოლებში არსებული ვითარება მიუღებელია, მათ შორის, აღჭურვილობის მხრივ“, – განაცხადა საშუალო განათლების მასწავლებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა, ანდრეას კარგოპულოსმა.
საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ახალი სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობის შესახებ პროექტს ამუშავებენ და არსებულ ინფრასტრუქტურას აუმჯობესებენ.

