საქალაქო სასამართლოში, პროცესზე შვილის და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ პოლიციის თანამშრომლები ძალადობაში დაადანაშუალა.
პაპიძე აცხადებს, რომ ოთხმა პოლიციელმა მას დიღმის განყოფილებაში სასტიკად სცემა.
მოსამართლემ ბრალდებულის განცხადებაზე რეაგირება პროკურატურას დაავალა.
„პროკურატურა მოითხოვს პატიმრობას, მე არ დავეთანხმები აღნიშნულ შუამდგომლობას, და ვთხოვ სასამართლოს, რომ არ გამოიყენოს აღმკვეთი ღონისძიებების არც ერთი სახე. თვითონ პაპიძე დაკითხულია მოწმის სახით. ის დაინტერებულია იმით, რომ ეს საქმე გაიხნას და დადგინდეს რეალური დამნაშავე. არ აპირებს, რომ მიიმალოს, თბილისში აპირებს გააგრძელოს ცხოვრება, ყველანაირად ხასიათდებოდა დადებითად და აქედან გამომდინარე არ უნდა ჰქონდეს სასამართლოს საფუძველი, რომ იგი დადანაშაულებული იყოს ამ საქმეში.“- განაცხადა პაპიძის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ.
პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ საქმეში ამ ეტაპისთვის გამოძიებაში მოპოვებულია ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საკმარისია დასაბუთებულად ვარაუდისათვის, რომ ხსენებული დანაშაული სწორედ ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ ჩაიდინა.
„სწორედ ამის გათვალისწინებით არსებობს საფუძველი იმისაც, რომ პროკურატურამ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიებების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვოს.
ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევის ადგილზე საკმაო კვალია დატოვებული, იმისათვის, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ აღარ დარჩეს კითხვები, ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა თუ არა ეს დანაშაული“- განაცხადეს პროკურტურაში.