aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“იმედი მაქვს ბოდიშს მოიხდის ელისაშვილი…” – ბესელიას სასამართლოში სარჩელი შეაქვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორ ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ ბესელიამ დღეს განაცხადა. ეს ინფორმაცია “მეტრონომს” დაუდასტურა ბესელიას თანაშემწემ, ნათია ლეკიშვილმა.

“ამას აუცილებლად გავაკეთებ. დაკისრებულ ჯარიმას კი გადავრიცხავთ მე და მანანა კობახიძე „სოლიდარობის” ფონდში!” – ასეთი განცხადება გააკეთა ბესელიამ.

“მე იმედი მაქვს ბოდიშს მოუხდის ალეკო ელისაშვილი ყველა იმ ადამიანს ვინც შეურაცყოფილია მისი განცხადებით. იმ ნაწამებ და ნატანჯ ადამიანებს, რომლებიც გადავარჩინეთ პარლამენტის გადაწყვეტილებით. ბოდიშს მოუხდის კომისიის წევრებს, ვინც უანგაროდ იმუშავა იმ რთულ დღეებში და ღამეები ათენა. ბოდიშს მოუხდის პარლამენტს რომელმაც სააკაშვილის პირველი ვეტო დაძლია და ეს გადაწყვეტილება მიიღო”- აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ კილაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანა. კილაძემ ბესელია-კობახიძეს  კორუფციაში დასდო ბრალი.

იტვირთბა....