გადაცემაში პოლიტიკური პარასკევი ერთმანეთს გირჩის წევრი იაგო ხვიჩია და ენმ-ის წევრი ნუგზარ წიკლაური დაუპირისპირდნენ. ხვიჩიას თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის წინ “კლოუნადა” მოაწყო და ამისთვის მათ ბოდიში უნდა მოიხადონ.
წიკლაურმა კი ხვიჩიას უპასუხა და განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას, რომ პარლამენტის წინ სირცხვილის დერეფნის მოწყობა სდომოდა, “20 კაცი არ იდგებოდა იქ”.