ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრის თემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებია, რაზეც ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს უფლების გამოყენებას ითხოვს.

ცნობისათვის, დღეს ოპოზიციის შემდეგ პრეზიდენტი ქართულ ოცნებას შეხვდა. მმართველი პარტიის კანონმდებლებთან ერთად ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც.

მოგვიანებით, შეხვედრას შეუერთდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე. მათი შეხვედრა პრეზიდენტთან უკვე დასრულებულია.

იტვირთბა....