ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქალმა თვითმფრინავში ისე იმშობიარა, არ იცოდა, რომ ორსულად იყო

ჰავაის მიმართულებით ერთ-ერთ რეისზე ქალმა თვითმფრინავში იმშობიარა ისე, რომ არ იცოდა, თუ ფეხმძიმედ იყო. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა CNN-მა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, კიდევ უფრო უცნაური ამ ამბავში ის არის, რომ ბორტზე იმყოფებოდა ექიმი და ახალშობლითა ინტენსიური თერაპიის სამი ექთანი, რომლებიც დაუყოვნებლივ შეუდგნენ საქმის შესრულებას.

“დაახლოებით, ნახევარი გზა გავლილი გვქონდა, როცა ბორტზე გადაუდებელი ზარი გაისმა. მსგავსი გამოცდილება მაქვს და როგორც წესი, ასეთ დროს კითხულობენ, არის თუ არა თვითმფრინავში ექიმი. ეს ზარი იყო სასწრაფო და ბორტგამცილებლებს ვუთარი, რომ ექიმი ვარ. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ბორტზე მშობიარე ქალი იყო, სასწრაფოდ მისკენ გავქანდი, რიმ მენახა, რისი გაკეთება შემეძლო”, – განაცხადა ბორტზე მყოფმა ექიმმა.

ახალბედა დედა ჰავაიზე საოჯახო არდადეგების გასატარებლად მიდიოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ უკვე 29 კვირის ორსული იყო.

იტვირთბა....