დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილმა რუის-ურბნისის ეპარქიაში მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაადასტურა. ამის შესახებ მან კურიერის ეთერში ისაუბრა.
მისი თმით, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის მძღოლი მას ფიზიკურად შეეხო.
“სტუმრად ვიმყოფებოდი მეუფე იობთან ჩასული, მითხრეს, რომ იქ იმყოფებოდა მეუფე სვიმეონი. მე მასთან შეხვედრა არ მსურდა და ვთქვი – მირჩევნია ქვეწარმავალს შევხვდე ვიდრე მასთქო. ვაღიარებ, რომ ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ ადამიანი ხომ შეიძლება ასეთ ხასიათზე იყოს და არ სურდეს ვინმეს ნახვა. მე მეუფესთვის არ მიწოდებია ქვეწარმავალი…ამას მოჰყვა დაძაბული საუბარი, მეუფე სვიმეონის თანმხლები პირი ფიზიკურად შემეხო,” – განაცხადა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა.
მისივე თქმით, ფაქტის შესახებ ისაუბრეს მეუფე იობთან და ამ ეტაპზე კონფლიქტი ამოწურულია.