ვარლამ გოლეთიანმა ნამხავანჰესზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი, როგორც მცველების გალიდერება საჭირო არაა.
“ჩვენი მოძრაობის მისამართით დისკრედიტირების მცდელობებია, თუნდაც ვიღაცა გაუგებარ ლექსებს გვიძღვნის, მაგალითად. ესეც კი ამას ემსახურება საბოლოო ჯამში. არ არის ეს საჭირო. არ არის საჭირო ვიღაცების გალიდერება ან წარმოჩენა ამ პროცესში. ჩვენ, უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქეები ყველას უნდა შეგვწევდეს იმის უნარი, ერთად დავდგეთ და ღამეც გავათიოთ, თუ საჭიროა”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.