ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვასაძე აბორტზე: ვიღაცა ლიბერალი დაარქმევს ამას ქალის არჩევანს

ლევან ვასაძემ აბორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ზოგიერთი ლიბერალისთვის ექ ქალის არჩევანია, თავად კი ამას მკვლელობას უწოდებს. ამის შესახებ მან კურიერის ღამის ეთერში ისაუბრა.

“30-წლიან პერიოდში ჩვენ მოვკალით ჩვენივე ხელით მილიონნახევარი ბავშვი დედის საშოში. საქართველოში, ამ წლებში, საშუალოდ კეთდება 40-დან 60 ათასამდე აბორტი. მე კიდევ კონსერვატიულ შეფასებას გაძლევთ. გადაამრავლეთ ეს 30 წელიწადზე და მინიმუმ, მილიონნახევარი ბავშვით მეტი გევყოლებოდა, ეს რომ არ გვეკეთებინა, ვიღაცა ლიბერალი დაარქმევს ამას ქალის არჩევანს, მე დავარქმევ ამას ადამიანის მკვლელობას”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

6 მაისს ლევან ვასაძემ ახალი პარტია ერის შექმნა დაანონსა და მის მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება დაასახელა.

იტვირთბა....