ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ინცინდენტი 10-12 წლის მოზარდებს შორის მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
დეტალებს მეტრონომი შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.