ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“სააკაშვილს როგორც ძაღლს, ისე ვცემ” – უკრაინელი ოლიგარქი

„სააკაშვილი ხორვატიაში თავის საყვარელ, დიდმკერდიან ეკონომიკის მინისტრთან ერთად იყო“

უკრაინელი ოლიგარქი იგორ კალამოისკი ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს მოღალატედ მოიხსენიებს და მას ძაღლივით ცემით ემუქრება.

ამის შესახებ კალამოისკიმ „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

„თუ ის ოდესმე თვალში მომხვდება, ცხვირ-პირს გავუერთიანებ. როგორც კი ის თავის პოსტს დატოვებს, მე მას როგორც ძაღლს, ისე ვცემ“ – აცხადებს კალამოისკი.

ოლიგარქის თქმით, სააკაშვილთან ყოველთვის ასეთი მტრული ურთიერთობა არ ჰქონია, 2011 წელს ისინი ხორვატიაში ერთადაც ისვენებდნენ.

„სააკაშვილი ხორვატიაში თავის საყვარელ, დიდმკერდიან ეკონომიკის მინისტრთან ერთად იყო“- განაცხადა კალამოისკიმ.

მისივე თქმით, მან სააკაშვილს საქართველოში არჩევნებისთვის ფულიც მისცა.

 

 

 

იტვირთბა....