ქართველმა ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ყაზანის გრანდ სლემი მოიგო. მან ფინალურ შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
დღესვე საქართველოს სახელით იასპარეზა ბაგრატ ნინიაშვილმა, მაგრამ მან ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
ხვალ ყაზანის გრანდ სლემზე კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს – ნუგზარ ტატალაშვილი, ლუკა კაპანაძე და ვლადიმერ ახალკაცი.