ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პაატა ბურჭულაძე მოსამართლე ლევან მურუსიძის წინააღმდეგ

საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს პარასკევს დაგეგმილ კენჭისყრაზე უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლის ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას მხარს ნუ დაუჭერს.

“საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლოს შესაძლებლობა ეძლევა პარასკევს დაგეგმილ კენჭისყრაზე არჩევანი ტრადიციულ უსამართლობასა და სასამრთლოს რეპუტაციას შორის გააკეთოს – გირგვლიანის საქმის მოსამართლის ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებასთან ერთად, გირგვლიანების ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება სრულად ანგრევს სასამართლო სისტემას, იმ აუცილებელი რეფორმის ნაცვლად, რომელიც სისტემაში არის გასატარებელი. მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებისგან: ნუ დაუჭერს მხარს უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას, რაც სრულად და საბოლოოდ შელახავს სასამართლოს რეპუტაციას”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

საქართველოს განვითარების ფონდის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ჯანდიერის თქმით, მურუსიძე სასამართლო სისტემაში არ უნდა იყოს, რადგან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მურუსიძის და სხვა მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენი გვირგვლიანის საქმეზე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და მათ შორის ყველაზე მთავარს – ადამიანის სიცოცხლის უფლებას.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ გადალახავს წითელ ხაზს, რომლის იქით მას პრეტენზია სამართლიანობაზე ვეღარ ექნება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო არ არის, რომ მურუსიძის და სხვა მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენი გვირგვლიანის საქმეზე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და მათ შორის ყველაზე მთავარს – ადამიანის სიცოცხლის უფლებას. მურუსიძის ადგილი არ უნდა იყოს სასამრთლო სისტემაში. მეტიც, დროა დაიწყოს სასამრთლოს რეალური რეფორმა, იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ აღდგეს ქვეყნის სასამართლო სისტემის რეპუტაცია და ქვეყნის მოსახლეობას გაუჩნდეს ნდობა მართლმასაჯულების მიმართ“. – განაცხადა საქართველოს განვითარების ფონდის სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით ჯანდიერმა.

 

 

იტვირთბა....