ვიდეო

10 ყველაზე საშინელი მეცნიერული ექსპერიმენტი

 

.

ეს ექსპერიმენტები ნამდვილად შემაძრწუნებელია. მათი უმრავლესობა საკუთარი სურვილით, მთავრობისგან მალულად განხორციელდა. წარმოგიდგენთ 10 საზარელი ექსპერიმენტის მოკლე შინაარსა და ვიზუალიზაციას, რაც ინტერნეტში გავრცელდა:

10, რუსეთში ჩატარებული ექსპერიმენტი – “ზომბი” ძაღლები

1940 წელს, რუსმა მეცნიერებმა გაავრცელეს ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ძაღლების თავები რამდენიმე საათის განმავლობაში სიცოცხლეს ინარჩუნებდნენ. ისინი ყურებსაც ამოძრავებდნენ და დრუნჩსაც ილოკავდნენ. მეცნიერები ამბობდნენ, რომ ძაღლების თავებს სიცოცხლეს ხელოვნური სისხლის მიმოქცევის სისტემით უნარჩუნებდნენ. 2005 წელს ამერიკელმა მეცნიერებმაც შექმნეს “ზომბი” ძაღლები.

9, ინპლანტირებული მიკროსქემებით კონტროლირებული მწერები

კალიფრონიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მწერების ქმედების კონტროლი სცადეს მიკროსქემებით. როგორც კვლევებმა აჩვენა, ეს შესაძლებელია. საკითხავია, სამომავლოდ რა დანიშნულებით შეიძლება გამოიყენონ ეს აღმოჩენა.

  1. 21 გრამიანი სული

ფილმი „21 გრამი“-ც სწორედ ამ „აღმოჩენაზეა“ დაფუძნებული. 1907 წელს ექიმი დუნკან მაკდუგალი დაინტერესებული იყო სულის წონის განსაზღვრით. ის მომაკვდავ პაციენტებს სპეციალურად გამზადებულ „საწოლზე“ აწვენდა, მათ არ შეეძლოთ არანაირი მოძრაობა და სიკვდილის მერე მათ წონას ამოწმებდა. 6 მომაკვდავი თუ მოკლული პაციენტის შემდეგ ექიმმა დაასკვნა, რომ ადამიანი სიკვდილის მერე 21 გრამს კარგავს, რის გამოც სულის წონა ამით განსაზღვრა.

7, მეცნიერებმა ობობის დეენემი შეურიეს თხის ემბრიონს

ფიქრობდნენ რომ ამგვარი თხების რძეს ექნებოდა ობობის აბრეშუმის პროტეინი, რომელიც შეიძლება გამოეყოთ აბრეშუმის სახით და ის იქნებოდა ამ უკანასკნელზე ძლიერი. ექსპერიმენტი წარუმატებლად დასრულდა.

  1. 6. აშშ-ს მთავრობამ 1950 და 1969 წელს ბიოლოგიური იარაღის ტესტები განახორციელა პირდაპირ… უდანაშაულო მოქალაქეებზე. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
  2. მეცნიერები მუშაობენ ადამიანისთვის ჩასადგმელ მიკროჩიპზე, რომლითაც შეიძლება ადამიანის მოძრაობის განსაზღვრა და კონტროლი. ეს დაეხმარება განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანებს, თუმცა… ტექნიკური პროგრესი, რომელიც ადამიანის სხეულს პირდაპირ უკავშირდება, სახიფათოდ ჟღერს.
  3. 1950 წელს რუსმა ექიმმა ვლადიმერ დემიხოვმა შექმნა ორთავიანი ძაღლი, თუმცა მისი მუშაობა არაეთიკურად მიიჩნევა.
  4. 1966 წელს ფსიქიატრმა ფისიქიატრიულ კლინიკაში მედდების დახმარებით ჩაატარა ექსპერიმენტი, თუ რამდენად შესაძლებელი იყო სხვადასხვა საშუალებებით პაციენტების კონტროლი და მათზე გავლენის მოხდენა. ეს სამუშაოები არაეთიკურად, არაადამიანურად და კანონგარეშედ შეფასდა.
  5. 1938 წელს არაადამიანური ექსპერიმენტები ჩატარდა იაპონიის ციხეში, სადაც ჩინელი პატიმრები ჰყავდათ. ექიმი მენგელეს და მისი საზარელი ცდების შესახებ ბევრს სმენია. მისი ექსპერიმენტების გარკვეულ ნაწილს დღემდე საიდუმლო გრიფი ადევს. მისი ექსპერიმენტები იმდენად არაადამიანურ შინაარსს გულისხმობს, რომ აღწერაც შეუძლებელია. მასში შედიოდა, როგორც მომაკვდინებელი დაავადებებით პაციენტების დაავადება და შემდეგ მკურნალობის ცდა, ასევე ანესთეზიის გარეშე გაკეთებული ოპერაციები, ექსპერიმენტები, მათ შორის-შეეძლო თუ არა ადამიანს თვალების გარეშე შეენარჩუნებინა მხედველობა… უამრავი არაადამიანური ექსპერიმენტის მსხვერპლნი გახდნენ პატიმრები და მათი უმრავლესობა გარდაიცვალა. დღემდე მენგელეს ექსპერიმენტები საიდუმლოებით მოცულია.

1. და პირველ ადგილს იკავებს აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ ჩატარებული ესქპერიმენტები რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ნარკოტიკი ადამიანის გონებაზე. ეს ექსპერიმენტები მთელ რიგ არაადამიანურ და არაეთიკურ ისტორიას ინახავს.

იტვირთბა....