„ისლამურ სახელმწიფოს“ საკუთარი რადიოს ქმნის. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ISIS-ის რადიო პროპაგანდისტულია და ახალგაზრდებს მოუწოდებს შეუერთდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს. რადიო აღმოსავლეთ ავღანეთში უკვე მაუწყებლობს.
„ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევარია და ვფიქრობთ ეს რადიო წაახალისებს ახალგაზრდებს შეუერთდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს“.-აცხადებს ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აჰმად ალი ჰაზრატი.
ავღანთში ISIS-მა ახლახანს დაიწყო აქტიურად მოღვაწეობა. ტერორისტულ დაჯგუფებას ქვეყანაში „სერიოზული მიზნები“ აქვს და უნდა „თალიბანი“ ჩაანაცვლოს.
ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო მისიის ამერიკელი გენერალის ჯონ კემპბელის თქმით, დღეისათვის ავღანეთში ISIS-ს 1 000-დან 3 000-მდე წევრი ჰყავს. ამერიკელი გენერლის მტკიცებით, მათი გავლენა ქვეყანაში გაიზრდება თუ „ისლამურ სახელმწიფოს“ ავღანეთში აქტიურად არ შეებრძოლებიან.