უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში მანჩესტერ სიტიმ ფრანგულ პსჟ მიიღო და 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი ინგლისელთა ალჟირელმა ლეგიონერმა – რიად მაჰრეზიმ გაიტანა. სიტიმ ფრანგები ორი მატჩის ჯამში 4-1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.
სიტი ფინალში ლონდონის ჩელისა და მადრიდის რეალს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი დღეს, 5 მაისს 23:00 საათზე გაიმართება.
სიტი რიგით 42-ე გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ფინალში მიიღებს მონაწილეობას.