ახალი ამბები მედია

ქარტია დავითგარეჯზე: ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა განაპირობებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სამართლებრივ ორგანოებს მოუწოდებს სწრაფად და ეფქტიანად გამოიძიონ დავითგარეჯში მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტი.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ  ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული ფაქტი სათანადოდ იყოს გამოძიებული.

იტვირთბა....