ახალი ამბები მედია საზოგადოება

დავით გარეჯში მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ

დავით გარეჯში მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ასევე, ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ.

ინფორმაცია ამის შსახებ GDI-ს თანამშრომელმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

“ივერი მელაშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტს და ოპერატორს, დავით გარეჯში თავს დაესხნენ რწმენაში გაძლიერებული სასულიერო პირები. ფიზიკური ძალა გამოიყენეს ოპერატორის მიმართ და დაუმტვრიეს კამერა!!!
ბრწყინვალე შვიდეულში, სასულიერო პირების მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობა!!!
ალბათ მერე გასწორდნენ წელში და დაიწყეს გალობა”, – წერს წულუკიძე.
მთავარი არხი უკვე გამოეხმაურა მომხდარს. გთავაზობთ არხის კომენტარს:

 

“თავდასხმა მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე – სასულიერო პირები მთავარი არხის ჟურნალისტს ნინუცა კეკელიასა და მის ოპერატორს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც გადამღები ჯგუფი დავით გარეჯში, ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა და შაბათის მთავარის სიუჟეტზე მუშაობდა”.

metronome.ge შსს-სთან არკვევს მომხდარის დეტალებს.

იტვირთბა....