[su_quote]თუ ვინმე არ გაჩერებულა და მუშაობს კოვიდის ყველა ტალღის განმავლობაში, ექიმების შემდეგ, არის მედია. და გასაგებია, რომ ვერც გაჩერდება. მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უამრავ ადამიანთან უწევთ კომუნიცირება ჟურნალისტებს და ოპერატორებს, და უკვე მათ – მემონტაჟეებთან, საეთეროსთან და ასე უსასრულოდ. როგორ მოხდა, რომ მედია ვერ მოხვდა ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულ ჯგუფებს შორის? და მოხვდა მთავრობა, პარლამენტი და ასე შემდეგ. ეს არც სამართლიანია, არც რაციონალური და არც კოვიდ უსაფრთხო. რაც მთავარია, ეს სირცხვილია. გუშინ მედიის თავისუფლების საერთაშორისო დღე იყო და ქართულ მთავრობას შეეძლო ამით მაინც მოელოცა მედიისთვის, ყალბი პათეტიკის ნაცვლად[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.