დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კოვიდ პასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია.
“ამ კვირაში წარვუდგენთ ჯანდაცვის სამინისიტროს საბჭოს ამასთან დაკავშირებულ კონცეფციას, ანუ როგორ მუშაობს კოვიდ პასპორტი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს საბჭოს შემდეგ კოვიდ პასპორტთან დაკავშირებული კონცეფცია საკოორდინაციო საბჭოს საბჭოს და საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს.