ქრონიკა პლუსისა და მისი რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში დღეს სარჩელი მანანა კობახიძის ადვოკატს შეაქვს. მოსარჩელე მხარე კილაძეს პატივისა და ღირსების შელახვასა და შეგნებულ ცილისწამებაში ადანაშაულებს.
ამ თემაზე განცხადების გაკეთებას დღეს პარამენტის ადვოკატი გეგმავს.
თავის მხრივ, საკუთარი სიმართლის დაცვას ელისო კილაძეც გეგმავს. მისი თქმით, უტყუარი ინფორმაცია მას კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, რომლის დასახელებასაც სასამართლო დარბაზშიც არ აპირებს.
კილაძის განცხადებით, პატივი და ღირსება რომ შეგელახოს, ის უნდა გქონდეს.
„პატივი და ღირსება რომ შეგელახოს, ეს უნდა გქონდეს, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის ვიცე სპიკერს არ გააჩნია არც პატივი და არც ღირსება. მფარველობდა მძიმე ნარკოდანაშაულში მხილებულ პირებს, ის იყო მათი ლობისტი. მე მაქვს ინფორმაცია და წყაროს არ დავასახელებ სასამართლოზე,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.
ჟურნალისტის თქმით, ის ბოლომდე აპირებს სამართლებრივ დავას.