თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში 32 წლის პოეტი, მიშო დადიანი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
უწყების ცნობით გამოძიება 120-ე მუხლით არის დაწყებული.
დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. დადიანი, ამ დრომდე, საავადმყოფოში რჩება. მისი ჯანრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.