ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლოლაშვილი: კახი კავსაძე ქართულ ხელოვნებაში ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო

“კახი კავსაძე ქართულ ხელოვნებაში ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო, აღარ გვყავს ქვეყნის ღირსი შვილი”, – ამის შესახებ მსახიობმა ჟანრი ლოლაშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის ეროვნულ თეატრში განუცხადა, სადაც მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

ჟანრი ლოლაშვილის თქმით, მსახიობი კახი კავსაძე გულისხმიერი, არაჩვეულებრივი კოლეგა და ფანტასტიური ქმარი იყო.

“აღარ გვყავს  გულისხმიერი, კარგი მეგობარი, არაჩვეულებრივი კოლეგა, ფანტასტიური ქმარი და ასეთივე მამა. კახიზე შეგიძლია მთელი სამი საათი ილაპარაკო და კიდევ არ გეყოს დრო”, – თქვა ჟანრი ლოლაშვილმა.

კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

მსახიობი 85 წლის ასაკში 27 აპრილს გარდაიცვალა. კავსაძე ბოლო ორი თვის განმავლობაში,  პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

იტვირთბა....