პრემიერ ღარიბაშვილის განხადებით, 2016 წლის 1 ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.
„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან ესაა 80-ლარიანი მატება. ცხადია, ეს საკმარისი არ არის იმ ხალხის დასაფასებლად, რომლებიც ერთგულად ემსახურნენ ქვეყანას. მაგრამ ეს არის ის, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს დღეს შეუძლია. საკითხის საბოლოოდ მოსაწესრიგებლად ინტენსიურად ვმუშაობთ პენსიის დაგროვებითი სისტემის დასანერგად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.