[su_quote]ავსტრიელი კარდიოქირურგი ჩამომყავდა. ქართველი კარდიოქირურგები მებრძოდნენ და არ უნდოდათ ავსტრიელს მიეღო ლიცენზია. მაშინ ქალბატონმა მინისტრმა ვაჟკაცური ნაბიჯები გადადგა და ლიცენზია მიანიჭა ავსტრიელ ექიმს. როცა მინისტრი გაეცნო ბიოგრაფიას, ძალიან სწრაფად მისცა ლიცენზია. ეს კაცი აქ გადმოდის საცხოვრებლად. ახალგაზრდა ქირურგებს ზრდის და ეს მინისტრმა გაითვალისწინა, სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავა. ბევრ რამეში ვეთანხმები მინისტრს, მართალია. არ შეიძლება უნამუსოდ იმუშაო და სახელმწიფო ატყუო. ექიმებს სულ ვეუბნები, სახელმწიფო ფულსაც ისევე უნდა გაფრთხილება, როგორც საკუთარს, ინგლისის ბიუჯეტი ვერ გაუძლებს იმას, რასაც საქართველოს ბიუჯეტი უძლებს, რადგან არ შეიძლება პაციენტს ოპერაცია გაუკეთო მიუხედავად იმისა სჭირდება თუ არა. სირცხვილია[/su_quote]
აღნიშნული განცხადება კლინიკა გულის დამფუძნებელმა, ანზორ მელიამ bm.ge-სთან საუბრისას გააკეთა.