საზოგადოება ჯანდაცვა

მოგბეზრდათ დიეტა? – დიეტის შემცვლელი სასიამოვნო ალტერნატივა

დაიღალეთ დიეტების უსარგებლო დაცვით? წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომელიც არანაირ მომაბეზრებელ დიეტას არ გულისხმობს, მათი შესრულება კი დადებით ეფექტს აუცილებლად მოგიტანთ.

  1. დაივიწყეთ საკვების პორციის კონტროლი

მნიშვნელობა არ აქვს რამდენს ჭამთ, მნიშვნელობა აქვს-რას იღებთ საკვებად. ამიტომ საკვების რაოდენობას ნუ მიაქცევთ ყურადღებას და იკვებთ თუნდაც დიდი პორციებით, უბრალოდ დათვალეთ კალორიები.

  1. ხილზე გააკეთეთ აქცენტი

და არა შოკოლადზე, თუნდაც ის მცირე რაოდენობის იყოს. ხილი გარდა იმისა, რომ დიეტური საკვებია, შეიცავს შაქრის იმ აუცილებელ რაოდენობას, რაც ტვინს სჭირდება ფუნქციონირებისთვის. ასე რომ სამსახურში ხილით წაიხემსეთ.

  1. მიიღეთ შოკოლადის სითხე

თუმცა, შოკოლადზე უარის თქმა ყოველთვის არ მოგიწევთ. ხანდახან ეს სასუსნავიც შეგიძლიათ მიიღოთ. როგორც ამაში გამოცდილი დიეტოლოგები გვასწავლიან, მცირე რადენობით ათქვეფილი შოკოლადის მიღება უფრო დიეტურია, ვიდრე მისი მყარი სახით ჭამა.

  1. ატარეთ საკვების თქვენი კონტეინერი

საუკეთესო გამოსავალი აკონტროლოთ რას მიირთმევთ და რამდენს, არის ის, რომ ატაროთ თქვენი საკვები კონტეინერი. სამსახურში ყოფნისას თუ უბრალოდ, გარეთ გასვლის შემდეგ თქვენთვის მისაღები საკვების პოვნას ყოველთვის ახერხებთ? ამიტომაც გიწევთ მიიღოთ ის, რაზეც სახლში უარს ამბობთ.

  1. ყოველი კვების შემდეგ კბილები გაიწმინდეთ

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ადამიანები რომლებიც ამას აკეთებენ, ამტკიცებენ, რომ ეს ხერხი მათ საკვების უფრო მცირე რაოდენობით მიღებას ასწავლის, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მადას აკარგვინებთ.

  1. გადაიღეთ ფოტო დიეტამდე

ეს ხერხი ბევრ ადამიანს დაეხმარა. მათ დიეტის დაწყებამდე საცურაო კოსტიუმში გადაიღეს ფოტო და შეინახეს. როგორც ამბობენ, წარმოუდგენელი მოტივაცია ჰქონდათ ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ფორმაში ჩამდგარიყვნენ, ხოლო ფორმაში ჩადგომის შემდეგ-მისი შენარჩუნების სურვილი გაუჩნდათ.

  1. უარი თქვით ალკოჰოლზე

თითქოს არაფერი, ერთი ჭიქა ღვინო, ერთი ჭიქა ლუდი, ერთი ჭიქა …. სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს და ყოველდღიურად იყოს მცირე ალკოჰოლთან შეხების შესაძლებლობა. არადა ამ თითქოს დიეტურ სასმელს დიდი კალორიულობა ახასიათებს.

  1. ატარეთ ტანზე მომდგარი სამოსი

წონის მატებასთან ერთად სამოსის ზომას ზრდით? ეს როგორც სხვებს, თქვენც გატყუებთ ფსიქოლოგიურად, რომ ყველაფერი რიგზეა. ატარეთ ტანზე მომდგარი სამოსი-ეს მოტივაციას მოგცემთ ფორმაში ჩადგეთ.

იტვირთბა....