ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი ჯანდაცვა

ჩინეთის ნაჩუქარი სინოვაკის ვაქცინა საქართველოშია

ჩინეთის მიერ საჩუქრად გამოგზავნილი სინოვაკის ვაქცინა საქართველოში ჩამოვიდა. მისი ტრანსპორტირება უნგრულმა კომპანია ვიზეარმა მოახდინა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამისთვის მადლობა გადაუხადა ჩინეთსა და უნგრეთს.

“ჩინეთის ნაჩუქარი სინოვაკის ვაქცინა საქართველოშია. უდიდესი მადლობა ჩინეთს დონაციისთვის და უნგრეთს მისი უსაფრთხო ტრანსპორტირებისათვის. ქვეყნებს შორის სრულყოფილი თანამშრომლობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი გამანადგურებელი კოვიდ-19-ის მტრის წინააღმდეგ“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ ტვიტერში.

საქართველომ ჩინეთისგან 100 000 დოზა ვაქცინა მიიღო საჩუქრად.

 

იტვირთბა....