ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ტიკარაძე ელისაშვილს: რადგან მინისტრი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამავდროულად, ცუდი ადამიანი ვარ

“ბატონო ალექსანდრე, გამომდინარე იქიდან, რომ მე მინისტრი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამავდროულად, აუცილებლად ვარ ცუდი ადამიანი ან ვერ ვხედავ პრობლემებს”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შეკითხვას.

ალეკო ელისაშვილის კითხვა ეხებოდა პენსეიონერებისთვის სესხის გაცემის პროცენტს, რაზეც ეკატირინე ტიკარაძემ აღნიშნა:

“ამ პრობლემებს მეც ვხედავ და მზად ვარ, თუ სხვა ბანკები შეძლებენ დააკმაყოფილონ ყველა ის სატენდერო პირობები, რომელიც ჩვენი 700 ათასი პენსიონერისთვის არის საჭირო და მათ შეუფერხებლად ექნებათ ხელმისაწვდომობა პენსიაზე”, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისათვის, დღეს საკანონდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძეს უსმენდნენ.

იტვირთბა....