ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე: ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტი, მოვალეობა და პასუხისმგებლობაა

დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, გივი ჟვანიას სახელობის კლინიკის ბაზაზე შეიქმნა ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე შშმ ბავშვთა სერვისი, სადაც სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი შშმ ბავშვები მიიღებენ საჭიროებაზე მორგებულ სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, გრძელდება შშმ ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვა. შედეგად, მოხდება მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების როგორც ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, ასევე მინდობით აღზრდაში და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადანაწილება.

“აღნიშნული სერვისის შექმნაში ჩვენ მნიშვნელოვნად გვეხმარება ამერიკის მთავრობა და ადგილობრივი საქველმოქედო ფონდები, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ბავშვის უფლებათა კოდექსში გათვალისწინებული პრინციპებიდან გამომდიანრე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერება. საყურადღებოა, რომ ქვეყანაში არ არსებობდა სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბავშვების მხარდაჭერას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლიდან ჩამოყალიბდა საჭირო სერვისი, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება”, – აცხადებს ტიკარაძე.

მისი თქმით, სახელმწიფო ზრუნვის გაუმჯობესების პარალელურად, სამინისტროს მიზანია ოჯახების გაძლიერება, რათა ყველა ბავშვი იზრდებოდეს ოჯახში და მშობელს სოციალური პრობლემების გამო არ უწევდეს შვილებისგან დისტანცირება.

იტვირთბა....