ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო პორტალი „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, გოჩა ჯეირანაშვილმა გადაწყვეტილება დღეს, 13:00 საათზე გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ დასწრებია. სასამართლო დარბაზში დაახლოებით 20-მდე პოლიციელი იმყოფება.
შალვა აბულაძეს ორი პოლიციელის მკვლელობა, ორის დაჭრა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად. იგი სამართალდამცველებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს.