ახალი ამბები მთავარი ციტატა

ელისაშვილი ამნისტიის კანონზე: განსხვავებას, რასაც ოპოზიცია ამბობდა და რასაც ქართული ოცნება ამბობს, ვერ ვხედავ

მე იურისტი არ ვარ და დეტალებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, დიდ განსხვავებას იმაში, რასაც ოპოზიცია ამბობდა და იმას, რასაც ქართული ოცნება ამბობს, ვერ ვხედავ. მთავარი პრინციპები ჩემთვის რაც არის, არის ის, რომ ამნისტია შეეხოს ყველას და ის არ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ხალხს ასახიჩრებდნენ, ეს ორი პრინციპი გათვალისწინებულია, ეს არის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი, დანარჩენი, უბრალოდ ვერ მივხვდი, რაზე კამათობდნენ

 

ეს განცხადება პოლიტიკური პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

იტვირთბა....