ახალი ამბები მთავარი

ჯაღმაიძე განმარტავს რატომ იყო მობილიზებული სამხედრო ძალა საპატრიარქოსთან

დღეს, საპატრიარქოს მიმდებარედ მობილიზებული იყო გარკვეული სამხედრო ძალა. ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტება გააკეთა.

ჯაღმაიძის თქმით, ამის მიზეზი, იყო ის, რომ პატრიარქმა მოსახლეობის დასახმარებლად პროდუქტები რეგიონებში გააგზავნა.

“ჟურნალისტები მწერენ ვერტმფრენიც შენიშნეს და სამხედრო ძალის მობილიზება ხდება საპატრიარქოშიო, სინამდვილეში არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, პატრიარქმა დახმარება გაუწია და გააგზავნა რეგიონებში პროდუქტები”, – დაწერა ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში.

დღეს, ასევე თბილისის ცაზე ვერტმფრენიც შენიშნეს.

იტვირთბა....