[su_quote]აცრის გარეშე ეპიდემია ჩვენთან არ დასრულდება. ამიტომ წელს ქვეყანაში ეს უნდა იქცეს საერთო სახალხო მოძრაობად. ამაზე დიდი პრიორიტეტი არ უნდა იყოს. ვაქცინაცია დაასრულებს იმას, რომ აღარ დაგვეღუპებიან ადამიანები, პირდაპირ მშურს ისრაელის, რომელმაც ამ სამი დღის წინ გამოაცხადა, რომ 10 თვის განმავლობაში პირველი დღე ჰქონდათ, როცა ისრაელში კოვიდით ადამიანი არ გარდაცვლილა. ძალიან მინდა მეც, რომ საქართველოში დადგეს დღე, როდესაც კოვიდით ადამიანი აღარ დაგვეღუპება[/su_quote]
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.