ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოჯევანიშვილი: გახარიას გუნდის წევრების მიმართ, რეგიონებში ზეწოლის ფაქტებს ჰქონდა ადგილი

დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, რეგიონებში გახარიას გუნდის წევრებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ხოჯევანიშვილმა მომხდარს სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ გზა, რომელიც აირჩია ქართულმა ოცნება, არ მუშაობს.

“აუცილებლად უნდა შევეხო იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების – გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო მოხელეებისა და საკრებულოს წევრების მიმართ, დამოკიდებულების ის ფორმა, რაც აირჩია ქართულმა ოცნებამ , არ მუშაობს. მე ვეტყოდი მათ, ვინც ასეთ დავალებებს გასცემს და ასრულებს – ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია და ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს. უფრო მეტიც – სიკეთეს ნამდვილად ვერ მოგიტანთ”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

იტვირთბა....