პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ქართული ოცნებისა და დასავლელი პარტნიორების მიმართ აგრესიულ რიტორიკას განაგრძობს.
როგორც კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ ქმედებებით მკაფიო ზღვარი ივლება პროდასავლურ და ანტიდასავლურ ძალებს შორის.
“მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯებისა, ქართული ოცნება, თავისი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას. ყველას მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ მმართველი პარტიის საზრუნავი და სუბიექტური ინტერესი. ამით უნდა იყოს დაინტერესებული ყველა პოლიტიკური სუბიექტი”, – განაცხადა კობახიძემ.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს პარლამენტში მივიდნენ.
მონა, მონა, მოღალატე – პარლამენტთან მისულ ოპოზიციას აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ.