ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე: წინ გველის რთული დღეები და ბრძოლები

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წევრებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს და შევიდნენ პარლამენტში, პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

როგორც საკანონმდებლო ორგანოში მისულმა ვაშაძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ოპოზიცია აიძულებს ქართულ ოცნებას, რომ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი შეასრულოს.

“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ, მაგრამ ჯერ პოლიტიკური კრიზისი არ არის დასრულებული ქვეყანაში. პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როდესაც პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი… და რაც მთავარია, ოქტომბერში საქართველოში ტარდება რეფერენდუმი. ამ რეფერენდუმით საქართველოს მოქალაქეები, შეთანხმების შესაბამისად, გადაწყვეტენ, 2020 წლის არჩევნები იყო ლეგიტიმური თუ არა… მე გულწრფელად მინდა ვთქვა, ეს არის ღირსეული დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა დასავლელ პარტნიორებს. წინ გველის რთული დღეები და ბრძოლები საპარლამენტო დისკუსიების დროს. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება მარტივად არ განახორციელებს ცვლილებებს, მაგრამ აქ წარმოდგენილი ადამიანები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და ქართველი ხალხის სრული მხარდაჭრით, ვაიძულოთ ოცნება, რომ შესრულდეს ყველა პუნქტი ამ დოკუმენტში”, – განაცხადა ვაშაძემ.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს პარლამენტში მივიდნენ.

მონა, მონა, მოღალატე – პარლამენტთან მისულ ოპოზიციას აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ.

იტვირთბა....