“ჩვენი პირველი დღე პარლამენტში, დასრულდება ერთი ადამიანის გათავისუფლებით საპატიმროდან”, – აღნიშნული განცხადება პარტია ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკანონმდელო ორგანოში შესვლის შემდეგ, გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ჯაფარიძის თქმით, ოპოზიცია დაიწყებს ზრუნვას იმას, რომ ნიკა მელიაც მალე გათავისუფლდეს.
“ჩვენი ამოცანაა, პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაცია. ასევე, იმდაგვარად ჩატარება ადგილობრივი არჩევნების, რომ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს. ამისთვის, კატეგორიულად აუცილებელია, რომ რაც არის გათვალისწინებული შარლ მიშელის დოკუმენტით, სრულფასოვნად განხორციელდეს, გამოვიდნენ დაუყოვნებლივ რურუა და შემდეგ მელია საპატიმროდან და ჩვენ დავიწყოთ მომზადება ადგილოვბრივი არჩევნებისთვის”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს პარლამენტში მივიდნენ.
მონა, მონა, მოღალატე – პარლამენტთან მისულ ოპოზიციას აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ.