ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე: გირაოს გადახდა არ ნიშნავს ნიკა მელიას საბოლოო თავისუფლებას

ქართული ოცნების წევრმა არჩილ თალაკვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურანლისტებთან განაცხადა, რომ გირაოს გადახდა არ ნიშნავს იმას, რომ ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია თავისუფლებაში იქნება და პოლიტიკურ პროცესებში მიიღებს მონაწილეობას.

თალაკვაძის თქმით, მელიას შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ სასამართლომ უნდა მიიღოს.

“საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში. სიმართლე არის შემდეგი: გირაოს გადახდა ცვლის მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მოცემულობას, ანუ თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, ის დატოვებს დაწესებულებას და სხვა კოლეგების მსგავსად, მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესში. გირაოს გადახდა არ ნიშნავს, რომ ეს მის საბოლოო თავისუფლებაზე ყოფნას უზრუნველყოფს, ვინაიდან მის ბრალეულობასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. სწორედ ამიტომ ჩადეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დოკუმენტში ამნისტიის შესახებ პროექტი, რათა საბოლოოდ მოგვარდეს ეს საკითხი და არა შუალედურად. ამიტომ, ნიკა მელიას განცხადება მიმართულია იქით, რომ ამ შეთანხმებას დესტრუქცია მოუწყონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. გირაო არაა იმის გარანტია, რომ ნიკა მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე. ამისთვის საჭიროა ამნისტია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტი იმსაჯელებს 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების ამნისტიის საქმეზე. ამნისტია შეეხება ენმ-ის ლიდერს ნიკა მელიასაც.

იტვირთბა....