ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილი: ყველა შემოვა პარლამენტში – ნაციონალები არიან გაჭედილები, ასე ქნან – ზიანდებიან, ისე ქნან – ზიანდებიან

პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში სამუშაოდ ყველა პარტია შევა.

ელისაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც არ იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს.

„მოლოდინი ის მაქვს, რომ ზუსტად ვიცი, ყველა შემოვა პარლამენტში. ახლა ნაციონალები არიან გაჭედილები და რა ქნან, არ იციან. ასე ქნან – ზიანდებიან, ისე ქნან – ზიანდებიან. არიან ახლა წვალებაში. რეალურად, ამდენ ხანს ყველას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ჩვენი ლანძღვით კი არ უნდა ყოფილიყვნენ ამ თვეების განმავლობაში დაკავებულები. თან გვლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ, შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში. კარგია, შემოვიდნენ, წყენებით ლაპარაკს არ ვაპირებთ, რადგანაც ვიცოდით, რასაც ვაკეთებდით. პარლამენტი უნდა იყოს ის სივრცე, სადაც ხალხის პრობლემებზე ვილაპარსკებთ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში დღეს უნდა მივიდნენ.

იტვირთბა....