პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილმა, შესაძლოა, თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
როგორც იოსელიანმა პალიტრანიუსის ეთერში თქვა, აღნიშნული ვერსია განიხილება, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
“თქვენ იცით და ჩვენმა მსმენელმა ძალიან კარგად იცის, რომ ალეკოს თუ სადმე აქვს ძალიან მაღალი მხარდაჭერა და თუ მართლა განსაკუთრებული კომპეტენცია გააჩნია რაღაცის მიმართ, ეს არის თბილისი და ის თემები, რომელიც უკავშირდება თბილისს. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ერთ-ერთ ვარიანტად ჩვენ განვიხილავთ იმასაც, რომ ალეკო იყოს მერობის კანდიდატი, თუმცა, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ყოველ შემთხვევაში, ეს ვერსია განიხილება. ამაზე საუბარი არის”, – განაცხადა იოსელიანმა.