ახალი ამბები მთავარი

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების სრული სია

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სააღდგომოდ სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაწესდა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ასევე სადღესასწაულო დღეებში ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები და შეიზღუდება მისვლა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქალაქთაშორისო მიმოსვლა არ შეიზღუდება.

რაც შეეხება კომენდანტს, გამონაკლისის სახით სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გადადაგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი დღით შემცირდება და იმოქმედებს პირველი მაისის 23:00-დან 2 მაისის 04:00 საათამდე.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იტვირთბა....