ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბილ გეიტსი პანდემიის დასრულებას წლის ბოლომდე ვარაუდობს

ამერიკელი მილირდელი ბილ გეიტსი იმედოვნებს, რომ მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2020 წლის ბოლომდე დაუბრუნდება. მან ამის შესახებ სქაი ნიუსთან ინტერვიუში ისაუბრა.

ბილ გეიტსის ვარაუდით, კორონავირუსი სრულად არ გაქრება, თუმცა დადასტურებული შემთხვევები მინიმუმადე დაიწევს.

“დღეს, კითხვები არსებობს ჯონსონი & ჯონსონის ვაქცინასთან დაკავშირებით და თუ მისი ფართოდ გამოყენება დაიწყება, ეს იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ყველასთვის. მიუხედავად ამისა აშშ, ბრიტანეთი და სხვა მდიდარი ქვეყნები სავარაუდოდ ზაფხულში მიაღწევენ ვაქცინაციის საჭირო დონეს, რის შემდეგაც ჩვენ ყველას შეგვეძლება სხვა ქვეყნებსაც დავეხმაროთ მსოფლიოში, რათა მთლიანად ამოვძირკვოთ ვირუსი. ეს კი წლის ბოლომდე უნდა მოვახერხოთ”, – განაცხადა ბილ გეიტსმა.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. ლიდერობს ინდოეთი, სადაც ყოველდღიური მაჩვენებელი 300 000 შემთვევას აჭარბებს. მსოფლიოში კი შემთხვევები დღიურად 700 000 – 800 000 -ის ფარგლებშია.

იტვირთბა....