ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის დაბეჭდილ ბანერზე, მთავრობის ნომრის ნაცვლად, თბილისი ენერჯის ნომერი წერია

ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით დაბეჭდილ ბანერებზე მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის ნომერი შეცდომითაა მითითებული და მის ნაცვლად კომპანია თბილისი ენერჯის ნომერია მითითებული. ბანერის ფოტოს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მთავრობის ცხელი ხაზის ნომერი 144-ია, ხოლო ბანერზე 114 აწერია. ინტერპრესნიუსის ცნობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ბანერს მალე შეცვლიან.

 

იტვირთბა....