[su_quote]მინდა წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა. ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას. ასევე, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის კურორტებისა და დასახლებების ურბანულ განახლებას. ასევე, პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება ახალი, დასასვენებელი ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები. მე მინდა გითხრთ, რომ საქართველოში მოგეხენებათ, უამრავია ადგილია, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის, ჩვენი ტურისტებისთვის. ქვეყნის რეგიონების თანაბარი განვითრების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეებისთვის განვითარების პირობების გაუმჯობესება ყველგან მთავარი მიზანი უნდა გახდეს. რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მილიონ ლარს. პროექტი ითვალისწინებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის ფარგლებში და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა[/su_quote]
განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.