საზოგადოება

რჩევები ქმრებით უკმაყოფილო ცოლებს

ოჯახის ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევებით დადასტურებულია, რომ ყველა ოჯახურ წყვილს ხშირად საერთო პრობლემები აწუხებთ. ჩვენ წარმოგიდგინეთ უკმაყოფილო ქმრების საჩივრები, ახლა კი გაწვდით თუ რა არ მოსწონთ ყველაზე ხშირად ცოლებს და რა რჩევები არსებობს ამ მხრივ ოჯახური ურთიერთობების დასალაგებლად.

ის ყოველთვის თამაშობს ვიდეო თამაშებს

სწორი შენიშვნაა და ამასთან დაკავშირებით მეგობრული, მომთმენი საუბრით უნდა მიაღწიოთ შედეგს. დამტკიცებულია რომ ტექნიკურ პროგრესს წყვილს შორის ჩადგომა შეუძლია. აუცილებლად გამოყავით დრო პირადი ურთიერთობისთვის. მხოლოდ მამაკაცური სენი არ არის კომპიუტერული თამაშებისთვის დიდი დროის დათმობა, ქალებიც საკმაოდ ცოდავენ სოციალურ ქსელში დაკარგული დროით.

ის  ხშირად სვამს

ერთადერთი არ ხართ, ვისაც ეს პრობლემა აქვს. ბევრი ცნობილი წყვილი დაშორებულა ამის გამო. მაგრამ მნიშვნელოვანია გამიჯნოთ პათოლოგია და უბრალოდ, გასართობად მცირე დოზით მიღებული სასმელი. თუ მეუღლე მეორე ვარიანტს წარმოადგენს, ამის გამო ურთიერთობის დაძაბვა არ ღირს. ერთ-ერთ გამოსავლად შეიძლება სასმელის ერთად მიღება მიიჩნიოთ, რა თქმა უნდა, დოზირებულად. საღამოს, ჭიქა ღვინოსთან ერთად თუ უყურებთ თქვენთვის საინტერესო რამეს, რატომაც არა?

კალორიული საკვები მოაქვს სახლში

შესაძლოა დიეტაზე ხართ, ან ვეგეტარიანელი, ან უბრალოდ ცდილობთ სწორად კვებას. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენი ქმარი იმავე წესს არ მიჰყვება, ვერ მოსთხოვთ თავადაც სალათის ფოთლებით იკვებოს. მითუმეტეს, რომ კვლევები ამტკიცებენ, მამაკაცები ტკბილეულის ყიდვისას მეორე ნახევრის მიმართ სიყვარულს ამჟღავნებენ. ის თავისებურად ზრუნავს თქვენზე-დაუფასეთ.

მისი ხელფასი გაურკვევლად ქრება

არავითარ შემთხვევაში არ მოაწყოთ დრამა. აუცილებელია მომთმენი და მეგობრული საუბარი თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

არასდროს მეხმარება სახლის საქმეებში

საუკეთესო გამოსავალია მეუღლეს პირდაპირ და ზუსტად უთხართ რა გინდათ და გჭირდებათ სახლის მოვლასთან დაკავშირებთ. რაც მთავარია, მიეცით უფლება ეს გააკეთოს ისე, როგორც უნდა.

იტვირთბა....