ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველის, პეტრე ცაავას თქმით, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს, კლიმენტი კეკუტიას მონასტრის ტერიტორიის ხელში ჩაგდება სურდა. მისივე განცხადებით, ეკლესია უნდა გაიწმინდოს ანტიქრისტიანული აზროვნების მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირებისგან. ამის შესახებ ყოფილმა მიტროპოლიტმა რუსთავი 2-ს განუცხადა.
“მას შემდეგ, რაც მე მონასტერი დავაარსე და დაიწყო აღმშენებლობითი პროცესები, ყველაფერს აკეთებდა, რომ ხელი შეეშალა. შევარდნაძის ეპოქაში სურდა ამ ეზო-კარის დაპატრონება,” – თქვა პეტრე ცაავა.
ცნობისათვის, დღეს კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე დაპირისპირება მოჰყვა. სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მოითხოვდა, მას ტერიტორია დაუყოვნებლივ დაეტოვებინა.