ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლევან ბეჟაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

კიევიდან დაბრუნებულ უმცირესობის დეპუტატს ლევან ბეჟაშვილს აეროპორტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით მგზავრთა გამოსასვლელიდან ბეჟაშვილს რამდენიმე პირი დაუპირისპირდა, რომლებიც სამართალდამცეველებმა ადგილზე დააკავეს.

ბეჟაშვილი აეროპორტიდან ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაკითხვზე გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.

“მოხდა ფიზიკური თავდასხმა, შეხლა-შემოხლა. პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმა ხდება, რაც  ხელისუფლებისგანაა წახალისებული. არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს. ეს ფაქტი ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე “რუსთავი 2″-ის მხარდამჭერ აქციაზე ქუთაისში ბიჭების დაკავება”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

იტვირთბა....